სიახლები

21-02-2020 ექსპერიმენტი: ნატრიუმის ნიტრატის "მაკრატელი"


2020 წლის 21 თებერვალს შედგა სსიპ ქალაქ ქუთაისის N15 საჯარო სკოლის კლუბ "კრიპტონის"
წევრების შეხვედრა. მათ ჩაატარეს საინტერესო და სახალისო ექსპერიმენტი.დაამზადეს ნატრიუმის
ნიტრატის ცხელი ნაჯერი ხსნარი. აღნიშნული ხსნარით ფურცელზე გამოსახეს ფორმები.
ფიგურის კიდესთან ანთებული ასანთის მიტანით ნატრიუმის ნიტრატმა დაიწყო დაშლა და
გამოყოფილი ჟანგბადის ხარჯზე ქაღალდის წვა გაგრძელდა ნიტრატით შემოვლებულ კონტურზე.

ნანახია 1982-ჯერ